Wednesday, December 18, 2013

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 7 ფასილიტაცია, პროექტის დამხმარე რესურსების შექმნა, ბლოგებზე საქაღალდის მიბმა და გაზიარება, რისთვისაც ვიყენებთ slideshare.com/net.
ავტვირთეთ:

  • პროექტის პრეზენტაცია 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • პროექტის გეგმა 
  • რესურსები
  • tag -ების გაკეთება
  • ბლოგებზე გვერდების დამატება, 
  • დიზაინის შეცვლა, 
  • გაჯეტების დამატება, 
  • ბლოგის წაშლა, 
  • ბლოგში ვიდეოების და პრეზენტაციების ჩაშენება

მეშვიდე დღე


დღეს განვიხილეთ მე-6 მოდული  " დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".  როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობად.

მოდულის შეკითხვები
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
გავიგეთ: 1. როგორ უნდა მოვიძიოთ და შევქმნათ დიფერენცირებული სწავლების გზები განსხვავებული ტიპის მოსწავლეებისთვის. 2. როგორ უნდა შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად,  
ვისწავლეთ, როგორ ხდება "developer" -ის ჩართვა და გამოყენება Word-ის დოკუმენტში. ასევე, template - ის გამოყენება.


Friday, December 6, 2013

მეექვსე დღე


ტრენინგის დასაწყისში  განვიხილეთ მოდული 4. აქტივობა 2. "სასწავლო ნიმუშების შექმნა". ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.  მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან. მოსწავლეთა უკვე არსებული სავარაუდო ნაშრომები, შაბლონები, მათი შეფასების ფორმები (რუბრიკები, ჩეკლისტები), პროექტის შეფასების ფორმა. პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.


მეხუთე დღე


ტრენინგის დასაწყისში წარმოვადგინეთჩვენი  პროექტების პრეზენტაცია, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ  საკვანძო კითხვებზე,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მივიღე მითითებები და რჩევები მონაწილეებისაგან, 
 შემდეგ აქტივობებს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვა, ბიბლიოგრაფიის შექმნა ( APA ციტირების პოსტერი,  MLA-სტანდარტი).
გავეცანით  როგორ ხდება ვებგვერდის სანდოობის შემოწმება სპეციალური ვებ გვერდის შეფასების ფორმის მეშვეობით. გავეცანით ასევე "მშობელთა ნებართვის ფორმას მოსწავლეთა ნამუშევრების ვებგვერდზე  გამოქვეყნებისათვის", რაც ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაწილია კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.


დავალება: წარმოვიდგინოთ  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.

Saturday, November 23, 2013

მესამე დღე


დავსახეთ მისაღწევი მიზნები და  მოსალოდნელი შედეგები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,

განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი, 

და შესაბამისად დავსვით კითხვები ჩვენი პროექტისთვის.

გავეცანით უამრავ სიახლეებს, რის შემდეგაც  უფრო კრიტიკულად ვაფასებ ჩემს პროექტებს,რადგან გახდეს  უფრო სრულყოფილი ...

Sunday, November 17, 2013

მეორე დღე



  •                    მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის საკითხები და განვიხილეთ ახალი დღის გეგმები,
  •                      განვიხილეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, პროექტის მოკლე მიმდინარეობა, სასწავლო მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრუმენტის არჩევა, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის დამხმარე ბროშურის შექმნა. 

 

Saturday, November 16, 2013

პირველი დღე

პირველი დღე 

                   ტრენინგზე გავეცანით შემდეგ  საკითხებს, პროექტებით სწავლების  მნიშვნელობას, სასწავლო   რესურსების შექმნას, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმები, XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, დავათვალიერეთ და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები, მოსწავლეთა ნამუშევრები, ბროშურები. შევქმენით საქაღალდე, სადაც განვათავსებთ ტრენინგის პროცესში შექმლილ ნამუშვერებს. ტრენერმა- ხათუნა ციხელაშვილმა საკმაოდ საინტერესოდ აგვიხსნა აღნიშნული საკითხები და მისი მნიშვნელობები, როსთვისაც დადი მადლობა ხათუნას.